16 ნოემბერი 2024,   04:44
ვრცლად
"კაცი იყო მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, ხაბემ ჩამოაგო, ხაბეს ჩამოგდებული ლიდერი არ გაიშვას" - ირაკლი ზარქუა ნიკა მელიას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ნიკა მელიას საკუთარ პარტიაში რევოლუცია მოუწყეს.

"კაცი იყო მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, ხაბემ ჩამოაგო, ხაბეს ჩამოგდებული ლიდერი არ გაიშვას. 7 ნომერი უნდა, 9 თუ 15, რა მნიშვნელობა აქვს, და ნომერს აიღებს? ბიჭო, ხაბემ ჩამოგაგდო, შენს ადგილას საერთოდ დავიმალებოდი. სადმე სხვა სექტორში გადავიდოდი და იქ დავიწყებდი მუშაობას. ზემოთ ბელადი გიკვეთავთ და ასე მოდიხართ აქამდე.

თქვენ გგონიათ, ახლა ხაბე მართავს პარტიას?! ისიც ქვეშევრდომია და გაგიბედა, ისე მოგიწყო, რომ ჩამოგაგდო, ეს გამოგეპარა და შენ სახელმწიფო როგორ უნდა განდოს მოსახლეობამ?! საკუთარ პარტიაში მოგიწყვეს რევოლუცია და ვინ, ხაბემ, მორჩა, დამთავრებულია!" - განაცხადა ზარქუამ.

შეგახსენებთ, ორბელიანების სასახლეში ოპოზიციასთან და სამოქალაქო სექტორთან შეხვედრები გრძელდება. ადმინისტრაცია განმარტავს, რომ შეხვედრები მიზნად ისახავს ქვეყნის ევროპული მომავალისთვის მთავარ პრიორიტეტებზე შეჯერებას და მომავლის ქარტიის -"ერთობის პლატფორმა ევროპისთვის" ჩამოყალიბებას. დღეს სალომე ზურაბიშვილთან "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელიაც იმყოფებოდა.

დღის ამბები