16 ნოემბერი 2024,   04:41
ვრცლად
მოხარული ვიქნები ოპოზიციას სათავეში რომ ჩაუდგეს კონსტიტუციის დამრღვევი, ქვეყნის გამშავებელი ზურაბიშვილი, ეს საბოლოოდ დაუსვამს წერტილს ოპოზიციას - გურამ მაჭარაშვილი

მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის გამშავებელი და კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტია.

მაჭარაშვილის თქმით, ზურაბიშვილი ოპოზიციას უფრო მეტად დაუსვამს წერტილს. 

"სააკაშვილის ეს ზღაპრები აღარავის აინტერესებს, ზურაბიშვილიც ჩაეწერა იმ პოლიტიკური რეჟიმის გასამართლების სიაში, რომელსაც ჩვენ ოქტომბრის არჩევნების შემდგომ დავაყენებთ. 

მე მოხარული ვიქნები, ოპოზიციას სათავეში რომ ჩაუდგეს კონსტიტუციის დამრღვევი, ქვეყნის გამშავებელი ზურაბიშვილი, ეს საბოლოოდ დაუსვამს წერტილს ოპოზიციას.

სააკაშვილის პრობლემა კი არის ის, რომ გვიან ხვდება რაღაცებს. აქ რომ არ უნდა ჩამოსულიყო მაგასაც გვიან მიხვდა, ეს თავადვე ინანა.

ქუჩაში გამოსვლას აზრი რომ არ აქვს მაგასაც მიხვდება, რადგან ქუჩაც წაგებული აქვს ოპოზიციას, საგარეო პოლიტიკაც წაგებული აქვს და ყველაფერიც", - აცხადებს მაჭარაშვილი. 

დღის ამბები