16 ნოემბერი 2024,   04:54
ვრცლად
ყველამ გაიგო ჩემი პოზიცია ენმ-ზე, რომ მდომოდა კეზერაშვილის პარტიაში ყოფნა, ვიქნებოდი - ნიკა მელია

ორბელიანების სასახლეში ოპოზიციასთან და სამოქალაქო სექტორთან შეხვედრები გრძელდება. ადმინისტრაცია განმარტავს, რომ შეხვედრები მიზნად ისახავს ქვეყნის ევროპული მომავალისთვის მთავარ პრიორიტეტებზე შეჯერებას და მომავლის ქარტიის -"ერთობის პლატფორმა ევროპისთვის" ჩამოყალიბებას.

დღეს სალომე ზურაბიშვილთან "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელიაც იმყოფებოდა.

ნიკა მელიას თქმით, მისთვის მთავარი საბოლოო შედეგია და არა ის, ვინ ზის ამ კონკრეტულ მოცემულობაში მაგიდასთან.

"მე არ მაინტერესებს ვინ იჯდება იმ მაგიდასთან, მე მაინტერესებს შედეგი, რას მივიღებთ და რომელიც უნდა მივიღოთ მუშაობის შედეგად. 

მე მაქვს კომუნიკაცია ყველა მოქმედ პოლიტიკოსთან ოპოზიციაში. მე ვფიქრობ, რომ ნიკა გვარამიას აქტიური მონაწილეობა პოლიტიკაში მისასალმებელია. 

ყველამ გაიგო ჩემი პოზიცია ენმ-ზე, რომ მდომოდა კეზერაშვილის პარტიაში ყოფნა, ვიქნებოდი, ენმ-ს კი ვუსურვებ, რომ კეზერაშვილის გავლენისგან გათავისუფლებულიყვნენ," - აცხადებს ნიკა მელია. 

დღის ამბები