"სააკაშვილის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს არათანმიმდევრულ, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსთან, რომელიც ყოველთვე ცვლის თავის პოზიციას,"-ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.
არჩილ თალაკვაძემ პასუხი გასცა მედიის წარმომადგენლების კითხვას მიხეილ სააკაშვილის განცხადების შესახებ, რომელმაც აღნიშნა: "სალომე ზურაბიშვილის ადგილზე რომ ვიყო, სახალხო პლატფორმას გამოვიტანდი ქუჩაში, რუსთაველის გავსება შესაძლებელია."
"რუსთაველზე გასეირნების უფლება აქვს ყველას, ვინც პატიმრობაში არ იმყოფება. სააკაშვილის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს არათანმიმდევრულ, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსთან, რომელიც ყოველთვე ცვლის თავის პოზიციას. ხან ამბობს, რომ იმდენად ავად არის, ვეღარ აფასებს ვითარებას, ხან პოლიტიკას ემიჯნება, ხან უკრაინის პოლიტიკაში მონაწილეობს, ხან საქართველოში ჩრდილიდან მართავს თავის პარტიას. დღეს უკვე გამოაცხადა, კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობის" და მისი პოლიტსაბჭოს ლიდერი ვიქნებიო. მისი განცხადებები უკიდურესად არასერიოზული და არათანმიმდევრულია,"-აცხადებს არჩილ თალაკვაძე.