16 ნოემბერი 2024,   04:24
ვრცლად
სააკაშვილის მოწოდება სხვა არაფერია თუ არა დესტაბილიზაციის ახალი კერის შექმნა, ვნახოთ, გადაიქცევა თუ არა სალომე ზურაბიშვილი მარიონეტად სააკაშვილის ხელში და გამოაყენებინებს თუ არა მას თავს-ზაალ ანჯაფარიძე - ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პატიმარ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, არ აპირებს მოქმედი პრეზიდენტისთვის ჭკუის დარიგებას, თუმცა მის ადგილას რომ იყოს, სახალხო პლატფორმას ქუჩაში გადაიტანდა და თუ პრეზიდენტი აიღებს ამ ინიციატივას, მას მხარს დაუჭერს.

როგორც ანალიტიკოსი წერს, ვნახოთ, გადაიქცევა თუ არა სალომე ზურაბიშვილი მარიონეტად სააკაშვილის ხელში და გამოაყენებინებს თუ არა მას თავს.

"ორიოდე დღის წინ ვწერდი სააკაშვილ-ზურაბიშვილის ტანდემის შექმნის მცდელობაზე, რაც შედის ენმ-ს და მისი სატელიტი ოპოზიციის ინტერესებში - ზურაბიშვილის მეშვეობით შექმნან დესტაბილიზაცია, რომ მღვრიე წყალში ადვილად დაიჭირონ თევზი. სააკაშვილის მოწოდება სხვა არაფერია თუ არა დესტაბილიზაციის ახალი კერის შექმნა
ვნახოთ, გადაიქცევა თუ არა სალომე ზურაბიშვილი მარიონეტად სააკაშვილის ხელში და გამოაყენებინებს თუ არა მას თავს.

იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო წლებია, როგორც ჩანს საკუთარ თავს აღარ ეკუთვნის, გამორიცხული არაფერია. თუმცა, მცირე იმედია რჩება, რომ კეთილგონიერება შერჩა და საკუთარ ცხვირს იქითაც იყურება

P.S. მიშას ჰგონია ჯვარს თუ ჩამოიკიდებს გამოსაჩენ ადგილას, ვინმეს მის ქრისტიანობაში და ღვთისმოშიშობაში დაარწმუნებს?"-წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

დღის ამბები