16 ნოემბერი 2024,   04:51
ვრცლად
გავრცელდა კიდევ ერთი ყალბი, მანიპულაციური ანონსი "ქართული ოცნების“ ახალი ოფისის მშენებლობის შესახებ - "ქართული ოცნება" განცხადებას ავრცელებს

გავრცელდა კიდევ ერთი ყალბი, მანიპულაციური ანონსი "ქართული ოცნების" ახალი ოფისის მშენებლობის შესახებ - ამის შესახებ ინფორმაციას პარტია "ქართული ოცნება" ავრცელებს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ახალი ოფისის მშენებლობას პარტია არ აფინანსებს:

"გავრცელდა კიდევ ერთი ყალბი, მანიპულაციური ანონსი "ქართული ოცნების" ახალი ოფისის მშენებლობის შესახებ.

პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, სიუჟეტის ავტორს დეტალურად განუმარტა, რომ ახალი ოფისის მშენებლობას პარტია არ აფინანსებს. მშენებარე ოფისი იჯარა-გამოსყიდვის ან იჯარის ხელშეკრულებით უნდა იქირაოს პარტიამ, რის შესახებაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, ბუნებრივია, ამის შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდება.

მიუხედავად ამისა, ანონსში საუბარია იმაზე, თითქოს „ქართული ოცნების“ ახალი ოფისი ჩუმად აშენდა, ამის შესახებ არაფერი იციან მმართველი გუნდის წევრებმა, საბუთებში მშენებლობის ხარჯი არ ჩანს, შესაძლოა საქმე გვქონდეს ფულის გათეთრებასთან და ა.შ., მამუკა მდინარაძესთან ჩაწერილი ინტერვიუს მცირე ნაწილი კი ისეა დამონტაჟებული და წარმოდგენილი, რომ მისგან მაყურებელმა რეალური ინფორმაცია ვერ მიიღოს და ანონსში გადმოცემული სიცრუე დაიჯეროს.თუმცა, საბედნიეროდ, არსებობს ალტერნატიული ვიდეოჩანაწერი, რომელსაც ვაქვეყნებთ სრულად, ყოველგვარი მონტაჟის გარეშე, რითაც საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდება, როგორი არაეთიკური, უხეშად მანიპულაციური მეთოდებით და ყოველგვარი ჟურნალისტური და მორალური სტანდარტების დარღვევით იბრძვიან კოლექტიური ნაცმოძრაობის კუთვნილი ტელევიზიები," - აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დღის ამბები