16 ნოემბერი 2024,   04:42
ვრცლად
ჩვენ ვიღებთ სამართლებრივად გამართულ კანონს, ეს არის ჩვენთვის მთავარი პრინციპი - ირაკლი კობახიძე ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესზე

ჩვენ ვიღებთ სამართლებრივად გამართულ კანონს, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესში დაგეგმილი ცვლილებები, რომელსაც პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, სწორედ ეს არის მმართველი ძალის მთავარი პრინციპი, რომ ყველა კანონი იყოს სამართლებრივად გამართული და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი.  

"ჩვენ ვიღებთ სამართლებრივად გამართულ კანონს, ეს არის ჩვენთვის მთავარი პრინციპი. ყველაფერი უნდა იყოს სამართლებრივად გამართული და უნდა იყოს შესაბამისობაში საერთაშორისო პრაქტიკასთან", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

 

 

 

დღის ამბები