16 ნოემბერი 2024,   04:34
ვრცლად
პარტია "ლელო" "ნაციონალურ მოძრაობასთან" არავითარ თანამშრომლობას არ აპირებს - გრიგოლ გეგელია

არჩევნებამდე 8 თვით ადრე, ოპოზიცია სტრატეგიებს ამუშავებს. ერთობა მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობასა" და "სტრატეგია აღმაშენებლს" გამოუვიდა, პოლიტიკურ ველზე არსებული ოპოზიციონერები, ახლა სააკაშვილის პარტიას ემიჯნებიან და დისტანცირებას ცდილობენ. 

მაგალითად, პარტია "ლელოში" აცხადებენ, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" არავითარ თანამშრომლობას არ აპირებენ:

"ნაციონალურ მოძრაობასთან" არავითარ თანამშრომლობას არ ვაპირებთ. პარტია "ლელოს" არავითარი შეხება არ ჰქონია და არც ახლა აქვს "ნაციონალურ მოძრაობასთან". ჩვენ ვართ განახლების ძალა," - აცხადებს  პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” საერთაშორისო მდივანი გრიგოლ გეგელია.

ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის დასუსტებაზე საუბრობენ სხვა პარტიებში. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი თეონა აქუბარდია კი ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" სუსტდება, მათ შორის იმ თავმჯდომარის პირობებში, რომელიც მათ აირჩიეს.  

 

დღის ამბები