საკადრო ცვლილებები თავდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებში. ახლად დანიშნული თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის მოადგილე გიორგი ხაინდრავა - სერგო ჯანელიძემ ჩაანაცვლა.
პირველი მოადგილის პოზიცია დატოვა ლელა ჩიქოვანმა და მოადგილემ-გიორგი ბუბუნაურმა. ირაკლი ჩიქოვანის მოადგილეების პოსტებზე მუშაობას განაგრძობენ დავით სუჯაშვილი და გრიგოლ გიორგაძე.
პირველი ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკისა მინისტრის - ლევან დავითაშვილის პირველი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე, ნინო ენუქიძემ ჩაანაცვლა, რომელიც მანამდე მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
ლევან დავითაშვილის მოადგილეების პოსტებზე მუშაობას განაგრძობენ: მარიამ ქვრივიშვილი, გენადი არველაძე, გურამ გურამიშვილი, ირაკლი ნადარეიშვილი და ვახტანგ ცინცაძე.