პირველი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის თქმით, საზოგადოებას ექნება სრული ინფორმაცია მთავრობის გადაწყვეტილების, განკარგულებებისა და დადგენილების შესახებ:
"ის, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება მთავრობის გადაწყვეტილებების შესახებ ამას გიდასტურებთ, ეს იყო პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, თქვენ ამ ინფორმაციას მიიღებთ ხოლმე. მეორე ნაწილში არ დაგეთანხმებით, არავის არაფერი არ უფორმდება ხოლმე, უბრალოდ, მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო ქონების განკარგვის ან განკარგვაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელიც გამომდინარეობს საზოგადოებრივი მაღალი ინტერესიდან და ქვეყნის ინტერესებიდან, ასე რომ ეს მომენტი, მოდი, დავაკონკრეტოთ. რაც შეეხება ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას, დიახ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების შესაბამისად თქვენ ინფორმაცია სრულად გექნებათ," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.