გვაქვს ამბიცია, შესაძლებლობა, მოწინავე ვიყოთ მსოფლიოში კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, ამ ყველაფრის ნაწილი არის გამჭვირვალობა და ღიაობა, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
„პრემიერ-მინისტრის განცხადებაში განმარტებული იყო მიზეზები, რატომაც გააკეთა ეს განცხადება. ბოლო პერიოდში პოზიტიური შედეგები გვაქვს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, მოწინავე ადგილები გვაქვს როგორც რეგიონში, ასევე აღმოსავლეთ ევროპაში, მაგრამ გვაქვს ამბიცია, შესაძლებლობა, მოწინავე ვიყოთ მსოფლიოში ამ თვალსაზრისით. გამჭვირვალობა და ღიაობა არის ნაწილი ამ ყველაფრის, შესაბამისად, ეს იქნება უზრუნველყოფილი. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, ჩვენს მოქალაქეებს, ბიზნესებს, კერძო სექტორს ყველას ჰქონდეს მარტივი გარჩევადობის საშუალება სახელმწიფო უწყებების მუშაობასთან დაკავშირებით. დარწმუნებულები ვართ, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ამ გარემოებებს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.