16 ნოემბერი 2024,   04:55
ვრცლად
პრეზიდენტი აღარ არის, ის არის ერთი ჩვეულებრივი რადიკალი ოპოზიციონერი... "ნაცზე" უფრო "ნაცი" სალომე ზურაბიშვილი მოგვევლინა - მამუკა მდინარაძე

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი არა პრეზიდენტი, არამედ ჩვეულებრივი რადიკალი ოპოზიციონერია.

"პრეზიდენტი აღარ არის, ის არის ერთი ჩვეულებრივი რადიკალი ოპოზიციონერი და მასაც თავისი როლი აქვს. მან ილაპარაკა უფრო რადიკალურად და უფრო ცუდად, ვიდრე „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებიც კი ლაპარაკობდნენ. ახლა მათ კონსტრუქციულის როლი მოირგეს, ერთ თვეში კვლევა აქვთ ჩასატარებელი. სალომე ზურაბიშვილი გაცილებით რადიკალია, ვიდრე "ნაცები" არიან. "ნაცზე" უფრო "ნაცი" სალომე ზურაბიშვილი მოგვევლინა. დაახლოებით იმ როლშია, რა როლიც დაავალეს "ლელოს" და გახარიას,"-აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძეს კითხვა დაუსვეს, როგორ შეაფასებდა იმას, რომ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენლები არ მიდიან.

"გიორგი გახარიას ყველა მესიჯი ერთი ქუდის ქვეშ იქნება – გახარიას მიმართ დავალებაა, რომ რადიკალური პოზიციებით "ქართულ ოცნებას" წაართვას ხმა და შეამციროს მმართველი პარტიის რეიტინგი, სამი პროცენტი მოაკლოს. მისი გუნდის წევრები მომავალში რაიმეს თუ იტყვიან, გამორიცხეთ, ამ მიზანს ასცდეს. ამბობენ, სააკაშვილი რატომ გიზით ასეთ კომფორტულ პირობებშიო. ანუ, სააკაშვილზე ჩვენზე უფრო გაბრაზებული არიან? რატომ ცდილობთ მათთან კოჰაბიტაციასო და თავად ოთხ საკრებულოში კოალიცია შექმნეს. მათი ყველა მესიჯის მთავარი მიზანი იქნება, ჩვენზე ვითომ განაწყენებული ადამიანების ჯგუფი მიიმხრონ და უთხრან, ესენი იმ მიზნებს ასცდნენ, რასაც ჭეშმარიტი "ქართული ოცნება" ისახავდა და აგერ ვართ უფრო რადიკალურებიო. ეს დავალება აქვთ, ამ როლს ასრულებენ და ზურაბიშვილსაც ამ როლიდან გამომდინარე არ ხვდებიან,"-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები