28 სექტემბერი 2024,   04:30
ვრცლად
ამ წუთებში, როინ შავაძის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებული ორი ყოფილი სპეცრაზმელის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს

ამ წუთებში, როინ შავაძის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებული ორი ყოფილი სპეცრაზმელის - ასლან ინაიშვილისა და გელა გვიანიძის სასამართლო სხდომა იწყება, სადაც აღკვეთის ღონისძიების სახე უნდა განისაზღვროს. პროკურატურა პატიმრობას ითხოვს.

"დამატებით, 2 პირია მიცემული სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში საქმეზე, რომელიც შეეხებოდა როინ შავაძის მიმართ ჩადენილ დანაშაულებს. ეს გახლავთ როგორც მისი უკანონო დაკავება, ისე - მისი განზრახ ლიკვიდაცია. ბრალდების მხარის პოზიცია გახლავთ, რომ მათ მიმართ უნდა იყოს გამოყენებული ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის სახით, ვინაიდან არსებობს მართლმსაჯულების პროცესში მათი უარყოფითი ჩარევის მაღალი საფრთხე," - აცხადებს პროკურორი გიორგი მუჯირი.

დაკავებულები არიან კუდ-ის აჭარის მთავარი სამმართველოს სპეცრაზმის ყოფილი წევრები - საუბარია 2008 წელს მომხდარ დანაშაულზე. გამოძიების ინფორმაციით, იმჟამინდელმა აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსმა მიიღო დავალება, შეესწავლათ როინ შავაძე, რადგან იყო ეჭვი მისი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ. მეორე დღესვე, სპეცრაზმის თანამშრომლები თავს დაესხნენ სამხედროს, ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ კი მოკლეს. ახალი გამოძიების ცნობითვე, გაყალბდა მთელი საქმე. აღსანიშნავია, რომ როინ შავაძის სხვა ქვეყნის "სპეცსამსახურებთან" შესაძლო თანამშრომლობაზე, არც მაშინ და არც შემდგომ პერიოდში, გამოძიებაც კი არ დაწყებულა.

 

დღის ამბები