27 ივლისი 2024,   03:36
ვრცლად
ჩვენ მშვიდობიან დროში არ ვცხოვრობთ - სამხედრო აღჭურვილობის ფართომასშტაბიან წარმოებაზე უნდა გადავიდეთ - გერმანიის კანცლერი

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინის მხარდასაჭერად, არა მხოლოდ აშშ-მა, არამედ ევროპის ყველა ქვეყანამ, კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთოს.

"ჩვენ სამხედრო აღჭურვილობის ფართომასშტაბიან წარმოებაზე უნდა გადავიდეთ. უკრაინის მხარდასაჭერად, არა მხოლოდ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, არამედ ევროპის ყველა ქვეყანამ, კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთოს. აქამდე გაცემული დაპირებები საკმარისი არაა", - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

მისივე თქმით, იარაღის მასობრივი წარმოება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

"ეს სასწრაფოდ საჭიროა. რადგან, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს რეალობა, ჩვენ მშვიდობიან დროში არ ვცხოვრობთ. ვისაც მშვიდობა სურს, აგრესორთა შეკავებაც უნდა შეეძლოს", - აღნიშნა შოლცმა.

დღის ამბები