2-თვიანი პაუზის შემდეგ, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 117-ე შეხვედრა იმართება.
მონაწილეები გამყოფ ხაზთან, წინა შეხვედრიდან დღემდე მომხდარ ინციდენტებს განიხილავენ, მათ შორის საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული თამაზ გინტურის საკითხს, უკანონო ბორდერიზაციისა და დაკავებების ფაქტებს.
უსაფრთხოების გარდა, მხარეები ჰუმანიტარულ საკითხებზეც იმსჯელებენ.