პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ "ლელოს" წევრები ძალიან ამბიციურად არიან განწყობილები, კარგად ხვდებიან, რომ არათუ 6%-ს აიღებენ, არამედ ბარიერის გადალახვაც კი გაუჭირდებათ.
სარჯველაძის განმარტებით, "ლელოს" წევრების პარლამენტში მოხვედრის ერთადერთი შანსი ვინმესთან გაერთიანება იქნება, თუმცა ესეც პრობლემური იქნება, რადგან სხვა პარტიებს 2-3%-იანი მხარდაჭერა აქვთ.
"ძალიან ამბიციურად აცხადებენ, რომ 6%-ს აიღებენ, მაგრამ თვითონაც კარგად ხვდებიან, რომ არამცთუ ზღვარზე არიან ამ ბარიერის გადალახვის, არამედ ბარიერის გადალახვის კარგი პერსპექტივაც კი არ აქვთ. ამიტომ, "ლელოს" არსებული პოლიტიკოსები პარლამენტში მოხვდნენ და არ დარჩნენ თამაშგარე, ამის ერთადერთი შანსია, რომ ვინმეს გაუერთიანდნენ და ვინმეს სიაში აღმოჩნდნენ შედარებით დაწინაურებულები. ისინი იმასაც კარგად ხვდებიან, რომ ამ ოპოზიციურ ველზე ვინც არიან, მათთან გაერთიანება შეიძლება ძალიან პრობლემური იყოს მათი 2-3%-იანი მხარდაჭერის პირობებში", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.