16 ნოემბერი 2024,   04:24
ვრცლად
გაგზავნილი აქვს მილოცვა პრეზიდენტს, ალიევმაც მიიღო მილოცვა და ახლა რას ვარჩევთ, არ ვიცი - პაატა მანჯგალაძე

"ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტისგან ილჰამ ალიევისადმი მისალოცი წერილი მხოლოდ მას შემდეგ გაიგზავნა, რაც სალომე ზურაბიშვილს არადიპლომატიურ ჟესტზე მიუთითეს - მმართველი გუნდი მოითხოვს, ადმინისტრაციამ გამოაქვეყნოს მილოცვის გაგზავნის დოკუმენტი, რომელიც თარიღსაც ასახავს.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ირწმუნება, რომ სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევს არჩევნებში გამარჯვება 9 თებერვალს მიულოცა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვებგვერდზე კი, მისალოცი წერილი სამ დღეში, 12 თებერვალს აიტვირთა.

გაგზავნის თარიღი მითითებული აქ არ არის. "კურიერმა" ჯერ კიდევ 10 თებერვალს მიმართა პრეზიდენტის ადმინისტრაციას, სადაც მაშინ თქვეს, რომ ელოდებიან არჩევნების საბოლოო შედეგებს. ეს თემა უკვე რამდენიმე დღეა პოლიტიკური დისკუსიის საგანია.

როგორც საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრი, პარტია ”სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, სალომე ზურაბიშვილს მილოცვა გაგზავნილი აქვს, პრეზიდენტმა ალიევმაც ეს მილოცვა მიიღო და გაუგებარია, რატომ განიხილება ეს თემა.

"კარგია, რომ მიულოცა. მე გეუბნებოდით, რომ შეიძლება მიულოცა და არ ვიცით-თქო. გაგზავნილი აქვს მილოცვა პრეზიდენტს, ალიევმაც მიიღო მილოცვა და ახლა რას ვარჩევთ, არ ვიცი", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

დღის ამბები