16 ნოემბერი 2024,   04:42
ვრცლად
საჭიროა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნოს მილოცვის გაგზავნის დოკუმენტი, რომელიც თარიღსაც ასახავს - გიორგი ცაგარეიშვილი ალიევისადმი მისალოც წერილზე

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, პრეზიდენტისგან ილჰამ ალიევისადმი მისალოცი წერილი მხოლოდ მას შემდეგ გაიგზავნა, რაც სალომე ზურაბიშვილს არადიპლომატიურ ჟესტზე მიუთითეს.

მისი განცხადებით, საჭიროა ადმინისტრაციამ გამოაქვეყნოს მილოცვის გაგზავნის დოკუმენტი, რომელიც თარიღსაც ასახავს.

"დარწმუნებულები ვართ, რომ იმის მერე, რაც მიანიშნეს უტაქტო ნაბიჯზე, ქალბატონ ზურაბიშვილს, მხოლოდ ამის შემდეგ, მისმა ადმინისტრაციამ უკანა რიცხვით გამოაცხო მისალოცი წერილი და გააგზავნა 12-ში. თუ ეს ასე არ არის, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უნდა გამოაქვეყნოს შესაბამისად დათარიღებული მისალოცი ტექსტის გაგზავნის ამსახველი რაიმე დოკუმენტი. ან მეილი, ან დიპლომატიური ფოსტით გაგზავნილი შეტყობინება სწორედ 9 რიცხვში და არა 12-ში. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს სრულ არაკომპეტენტურობას და, უფრო მეტსაც გეტყვით, რაღაც გულჩათხრობილი დამოკიდებულებაა, სავარაუდოდ, ალიევის პერსონისადმი, გამომდინარე იქიდან, რომ უკანასკნელი შეხვედრის ჟამს, აზერბაიჯანის პრეზიდენტი არ შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს. ეს კარგად წარმოაჩენს ერთ მიუღებელ რამეს - ქალბატონი ზურაბიშვილი თავის პირად ემოციებს უფრო მაღლა აყენებს ვიდრე სახელმწიფო ინტერესებს", - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

დღის ამბები