16 ნოემბერი 2024,   04:26
ვრცლად
მამუკა მდინარაძე "ლელოზე": ისინი "ნაცმოძრაობის" სტილში, საერთო წარსულიდან, აწმყოდან და საერთო მომავლიდან გამომდინარე, ქვეცნობიერიდან გამომდინარეც ყიდიან თავიანთ თავს, როდესაც რეპრესიებს აანონსებენ

ისინი ["ლელო"] "ნაცმოძრაობის" სტილში, საერთო წარსულიდან, აწმყოდან და საერთო მომავლიდან გამომდინარე, ქვეცნობიერიდან გამომდინარეც ასევე ყიდიან თავის თავს, როდესაც აანონსებენ რეპრესიებს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, "ლელო" ცდილობა საზოგადოებას გაუჩინოს განცდა, რომ 6 პროცენტი აქვთ.

„რაც შეეხება „ლელოს“ და თავისივე მოგონილ რაღაც პროცენტს, თან ხელისუფლებაში დაბრუნებაზე, ხელისუფლებაში მოსვლაზე ლაპარაკობენ და ცდილობენ, რომ საზოგადოებას გაუჩინონ განცდა, რომ 6 პროცენტი აქვთ. ამით ისინი თავის თავს ყიდიან, რომ ხელისუფლებაში მოსვლას ან დაბრუნებას ცდილობენ "ნაცმოძრაობასთან" ერთად. ისინი „ნაცმოძრაობის“ სტილში, საერთო წარსულიდან, აწმყოდან და საერთო მომავლიდან გამომდინარე, ქვეცნობიერიდან გამომდინარეც ასევე ყიდიან თავის თავს, როდესაც აანონსებენ რეპრესიებს - ბიძინა ივანიშვილი წავა მოსკოვში, ესენი ყველანი მოსკოვში წავლენ, ამ დაზეპირებული მესიჯბოქსის შემდეგ წამოცდენები აქვს მათ ლიდერ ხაზარაძეს, რომ ის არ არის პროკურორი. პროკურორი რა შუაშია? ვინმემ გაიგეთ, რა შუაშია პროკურორი ვინმეს მოსკოვში წასვლასთან?! ადრე იყო ციმბირში გადასახლება, ახლა მამუკა ხაზარაძე გააუმჯობესა პირობები და მოსკოვში გადასახლებას გვპირდება და პროკურორს ასახელებს ამის წყაროდ. ის ვერასდროს გასცემს პასუხს კითხვაზე, რა შუაშია ამ შემთხვევაში, მის ამ გამოგონილ მესიჯბოქსშიც კი პროკურორის როლი? ჰკითხეთ, არ გაინტერესებთ?“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები