16 ნოემბერი 2024,   04:25
ვრცლად
გრძელდება მოლაპარაკებები აშშ-სა და რუსეთს შორის, საუბარია უკრაინის ფაქტობრივ გაყოფაზე, სწორედ ეს არის ბაიდენის ადმინისტრაციის მიზანი - გარი კასპაროვი

ბაიდენის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ პუტინის არმიის განადგურება, რომელიც ალბათ გამოიწვევს რუსეთში რეჟიმის შეცვლას, დიდი გეოპოლიტიკური პრობლემაა, - ამის შესახებ გარი კასპაროვმა Youtube-არხთან "სტუმრად გორდონთან" ინტერვიუში განაცხადა.

"ვიდრე ჩვენ ვსაუბრობთ, გრძელდება მოლაპარაკებები, რომელიც არასოდეს შეწყვეტილა ბაიდენის ადმინისტრაციას, კონკრეტულად კი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორს ბერნსს, ეროვნული უშიშროების წარმომადგენელ სალივანსა და პუტინის ემისრებს შორის. საუბარია უკრაინის ფაქტობრივ გაყოფაზე, სწორედ ეს არის ბაიდენის ადმინისტრაციის მიზანი. ამ პირობებში კონგრესისთვის გასაგებია, რომ იარაღის მიწოდება იმ მასშტაბებით, რაც აუცილებელია, ეწინააღმდეგება ამ მიზანს

როგორც კი ვიწყებთ იმის გააზრებას, რომ ბაიდენის მიზანი არასოდეს ყოფილა უკრაინისთვის იარაღის სრულად მიწოდება გასამარჯვებლად, იმიტომ, რომ ეს გამარჯვება არ ეწერება ამ ადმინისტრაციის გეოპოლიტიკურ გეგმებში, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება," - აცხადებს კასპაროვი.

კასპაროვი ამას იმას უკავშირებს, რომ ვაშინგტონში მსოფლიოს განხილვას ე.წ. კისინჯერის სამკუთხედის - მოსკოვი-ვაშინგტონი-პეკინი თვალსაზრისით განხილვას აგრძელებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამერიკას აუცილებლად სჭირდება მოკავშირე მთავარი მტრის წინააღმდეგ, რომლის როლსაც დღეს ჩინეთი ასრულებს. შესაბამისად, პუტინის რეჟიმის პოტენციური კრახი და ქვეყნის განადგურება გეოპოლიტიკური ბალანსის ცვლილების საწინდარი იქნება.

მისივე თქმით, ამერიკას საკმარისი იარაღი აქვს უკრაინისთვის გადასაცემად, თუმცა ამას შეგნებულად არ აკეთებს.

"გვაქვს სიტუაცია, როდესაც ამერიკელები შეგნებულად არ აწვდიან უკრაინას იარაღს, რომელსაც შეეძლო გაენადგურებინა როგორც მინიმუმ რუსეთის არმიის მომარაგება. რატომ ხდება ეს - ერთი წუთითაც არ მეპარება ეჭვი, რომ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორმა აიღო ვალდებულება ნარიშკინის წინაშე, იმის შესახებ, რომ ამერიკული იარაღი არ იქნება გამოყენებული ყირიმის ხიდის შეტევისთვის.

ერთი მხრივ, ამერიკელებს არ შეუძლიათ დაუშვან უკრაინის დამარცხება, მეორე მხრივ, მათ ეშინიათ იმ პოლიტიკის, რომ უკრაინულმა გამარჯვებამ შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი გეოპოლიტიკური შედეგი, რომელსაც ისინი თავს ვერ გაართმევენ," - ამბობს კასპაროვი.

დღის ამბები