29 ივნისი 2024,   11:17
ვრცლად
"პრომო გოგონების" მეშვეობით, უცხოელ ტურისტ მამაკაცებს თაღლითური სქემით თავს რესტორანში აპატიჟებინებდნენ და შეუსაბამოდ დიდ თანხას ახდევინებდნენ - შსს-მ 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თაღლითობის ფაქტზე 4 პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, თბილისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მენეჯერს, თანამშრომელთან ერთად, შემუშავებული ჰქონდა თაღლითური სქემა.

ისინი, "პრომო გოგონების" მეშვეობით, ერთ-ერთი აპლიკაციით უკავშირდებოდნენ საქართველოში ტურისტულად მყოფ უცხოელ მამაკაცებს და წინასწარ შემუშავებული თაღლითური სქემით თავს რესტორანში აპატიჟებინებდნენ.

ამის შემდეგ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მათ შეკვეთილი მომსახურებისთვის შეუსაბამო, დიდ თანხებს ახდევინებდნენ. იმ შემთხვევაში თუ დაზარალებულები ფულის გადახდაზე უარს ამბობდნენ, მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდნენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები