29 ივნისი 2024,   11:14
ვრცლად
დიალიზის 10 ახალი სერვისცენტრი ქვეყანაში - სამედიცინო დაწესებულებები საჭირო აპარატურით სრულად აღიჭურვა

დიალიზის 10 ახალი სერვისცენტრი ქვეყანაში - სამედიცინო დაწესებულებები სრულად აღიჭურვა საჭირო აპარატურით. ჰემოდიალიზის საჭიროების მქონე პირებს, სათანადოდ გადამზადებული მედპერსონალი ყოველდღიურად მოემსახურება.

წალენჯიხა, ჭიათურა, საგარეჯო, დუშეთი, ახალქალაქი, ყვარელი, ტყიბული, სენაკში მარტვილი და ხულო - დიალიზის ახალი ცენტრები, სამინისტროს ჩართულობით კერძო სექტორთან თანამშრომლობის შედეგად მოეწყო. ქვეყნის 49 მუნიციპალურ ერთეულში, დიალიზის ცენტრები ყოველდღიურად 2600 პაციენტს ემსახურება.

პროგრამის გაფართოება, ჯანდაცვის სამინისტრომ 2022 წლის აპრილში დააანონსა, რის შემდეგაც მომსახურება ამავე წელს ეტაპობრივად ამოქმედდა მესტიაში, ამბროლაურში, ლანჩხუთში, ყაზბეგსა და თიანეთში, უახლოეს მომავალში კი სამედიცინო ცენტრები ასევე კასპში, ცაგერში, წნორსა და დედოფლისწყაროშიც გაიხსნება.  
 

დღის ამბები