16 ნოემბერი 2024,   08:24
ვრცლად
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი შეხვდება მის თურქ კოლეგას, ჰაკან ფიდანს.

დაგეგმილია შეხვედრა თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთანაც. საუბარი შეეხება საქართველო-თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორობას, მისი გაღრმავების გზებსა და ორი ქვეყნის ურთიერთობების მიმდინარე დღის წესრიგს.

ოფიციალური ვიზიტი თურქეთში ორ დღიანია.

დღის ამბები