16 ნოემბერი 2024,   05:20
ვრცლად
ხაზარაძე ბანდიტური საქართველოს დროინდელი ბიზნესმენია, რომელიც კომკავშირლობიდან მილიონერი გახდა, კომედიაა, 2%-იანი პარტია რომ ხელისუფლებაში მოსვლაზე საუბრობს - შალვა პაპუაშვილი

"ერთადერთი, რასაც "ლელომ" მიაღწია, 2020 წელს აიღო 3%, 2021 წელს აიღო 2%. ეს არის მათი მიღწევა, რომ ერთ წელიწადში დაკარგეს ამომრჩევლები.

2%-იანი პარტია რომ საუბრობს ხელისუფლებაში მოსვლაზე, ეს თავისთავად უკვე კომედიაა", - ამის შესახებ დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. 

"რაც შეეხება "ლელოს" სხვადასხვა სახის კამპანიას, ცდილობენ, საკუთარი მედიის საშუალებით რაღაცნაირად თავი შეინარჩუნონ მედიის დღის წესრიგში, თორემ ადამიანებს საერთოდ არ აინტერესებთ მათი ყოფნა-არყოფნის საკითხი პოლიტიკური თვალსაზრისით. არ დაგვავიწყდეს, ჩვენ ვსაუბრობთ 2%-იან პარტიაზე. ერთადერთი, რასაც "ლელომ" მიაღწია, 2020 წელს აიღო 3%, 2021 წელს აიღო 2%. ეს არის მათი მიღწევა, რომ ერთ წელიწადში დაკარგეს ამომრჩევლები.

2%-იანი პარტია რომ საუბრობს ხელისუფლებაში მოსვლაზე, ეს თავისთავად უკვე კომედიაა. ამ კომედიის ჟანრში არიან დიდი ხანია. ხან არითმეტიკაში აირევიან ხოლმე, ხან თავიანთ პოლიტიკურ გზავნილებში, მათ შორის ვნახეთ, რომ მამუკა ხაზარაძეს პირდაპირ წამოწყებული აქვს მუქარის კამპანია პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის მიმართ, მათ შორის, ყოველკვირეული პოსტებით გამოირჩევა ბატონი ხაზარაძე.

სულ ახლახან იყო ერთ-ერთი ბანერი, რომელზეც გუშინაც იყო საუბარი, რომ ვიზუალურადაც კი აბსოლუტურად მუქარის შემცველია, როცა ამ ბანერზე პირდაპირ იკვეთება მუქარა. მამუკა ხაზარაძის პიროვნების საკითხი გასაგებია. ეს არის ბანდიტური საქართველოს დროინდელი ბიზნესმენი, რომელიც კომკავშირლობიდან მილიონერი გახდა. როგორ ხდებოდნენ პოსტსაბჭოთა სამყაროში კომკავშირელები მილიონერები, ეს კარგად ვიცით, როგორც რუსული გარემოდან, ასევე, ისიც საუბრობს, როგორ იშოვა თავისი მილიონები რუსეთში. ასე რომ, ეს ბანდიტური საქართველოს მენტალიტეტი მაშინ, როგორც ჩანს, ძალიან ჭარბობს და სხვა დროსაც არაერთხელ გვინახავს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ამას მიაქციო საზოგადოებამ ყურადღება, "- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები