16 ნოემბერი 2024,   05:27
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი: ხაზარაძე შემიძლია მოვიხსენიო სააკაშვილის მაროდიორად - როდესაც სააკაშვილი იყო ხელისუფლებაში, თუ ვინმე ამ ნაძარცვი ბიზნესის გადანაწილებაში, ქონებების მითვისებაში იყო ჩართული, ერთ-ერთი იყო ხაზარაძე და მისი ბანკი

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა დღს გამართულ ბრიფინგზე მამუკა ხაზარაძის განცხადებები შეაფასა, მან ასევე "ნაციონალური მოძრაობაზე"  ისაუბრა.

ღარიბაშვილის თქმით, ხაზარაძეს კრიმინალური წარსული აქვს და თაღლითობის გამო გასამართლებულიც არის.

"არ არსებობს ცალკე აღებული არც ხაზარაძე და არც სხვა რეალლური ნამდვილი ოპოზიცია. ეს არის ენმ-ს დანაყოფები და სატელიტები, როგორც გინდათ ისე მოვიხსენიოთ ეს ადამიანები.

ოპოზიცია ემზადება სრული კრახისთვის და მორიგი წაგებისთვის. მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ჩვენ გვაქვს ყველაზე ანტიეროვნულ მოვლენაზე საუბარი, რომელმაც ყველაზე დიდი უბედურება დამართა ჩვენს ქვეყანას და 20% რუსეთს ჩააბარა, გაწირა ხალხი, საშინელი ტერორი ახასიათებდათ, ადამიანების წამება და ა.შ ამ ყველაფრის მონაწილე იყო ხაზარაძე.

მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ხაზარაძე არის გასამართლებული და მხილებული იყო თაღლითობაში, მას მიესაჯა კიდეც. კაცი, რომელმაც საკუთარი ბანკი გაძარცვა და საკუთარი ინვესტორებიც გაძარცვა, რაზეა საუბარი საერთოდ.

ხაზარაძე არის სააკაშვილის მაროდიორი - რატომ? როდესაც სააკაშვილი იყო ხელისუფლებაში, ატერორებდა ჩვენს მოქალაქეებს, ართმევდა სახლებს, ამ ყველაფრის მონაწილე იყო ხაზარაძე და მისი ბანკი. ის თავიდან ბოლომდე იყო სააკაშვილის საქმიანობაში ჩართული.

მე ძალიან მაინტერესებს კაცი, რომელიც ოცნებობს, 5%-იანი ბარიერის გადალახვას, რომელ მოგებაზე საუბრობს და საერთოდ რას იმუქრება? ან ვის ემუქრება? - ის ემუქრება ადამიანს, ვინც ჩვენი საზოგადოება გადაარჩინა, მშვიდობა აჩუქა ჩვენს ხალხს და ამ ადამიანს ემუქრება თურმე კრიმინალური წარსულის მქონე ხაზარაძე. მე მას ყოველთვის შევახსენებ თავის კრიმინალურ წარსულს," - აცხადებს ღარიბაშვილი. 

დღის ამბები