16 ნოემბერი 2024,   05:25
ვრცლად
"შეიძლება პოლიტიკური პარტიის წევრი არ იყო, მაგრამ ისეთ სიბინძურეებს კადრულობდა, საზოგადოებამ კარგად იცის, ისეთ სისულელეებს აკეთებენ, სირცხვილისგან მანქანაც კი დაიწვა" - კახა კალაძე "ლელოზე" და ხაზარაძეზე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ "ლელოს" განცხადებებზე დღეს მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ  ხაზარაძის წარსული ყველამ იცის და მისი მუქარები და სპეკულაციები, მერის თქმით, სასაცილოა. 

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ქვეყნისთვის უამრავ კეთილ საქმეს აკეთებს მიუხედავად პოლიტიკური სპეკულაციებისა. 

"ეს ადამიანები, პოლიტიკური პარტიები დღეს რაღაც სახელებს რომ ირქმევენ, ყველა არის "ნაციონალური მოძრაობის" წიაღიდან აღმოცენებული. შეიძლება მაშინ ხაზარაძე ენმ-ს პარტიული წარმომადგენელი არ იყო, მაგრამ მისი ფუნქცია ჰქონდა და ყველამ კარგად ვიცით, რა იყო ამ ადამიანის ფუნქცია. შესაბამისად, დღეს როდესაც ვისმენთ ამ მუქარებს, არაფერი შეცვლილა, ისინი როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, რა საზიზღრობებით გამოირჩეოდნენ და რა სიმძიმით, ყველას კარგად გვახსოვს. დღეს, როდესაც ოპოზიციაში არიან, არაფრით შეცვლილან. იგივეს აკეთებენ, უბრალოდ ამის ნაკლები რესურსი და შესაძლებლობები აქვთ.

ასეთი ადამიანები არა თუ რაღაცა სიმრავლით შევლენ პარლამენტში, საერთოდ არანაირი შანსი არ აქვთ წარმატების. თუ ისინი ბარიერს გადალახავენ, ეს იქნება მათთვის ძალიან დიდი წარმატება. ჩვენ ვისმენთ ისეთ განცხადებებს, ქმედებას თუნდაც პარტია "ლელოდან", მისი დამფუძნებლების მხრიდან...

საოცარია ეს მუქარები. ამ ყველაფრით, განცხადებებით ჩანს, თუ ვინ არიან ეს ადამიანები და რას წარმოადგენენ. თქვენ წარმოიდგინეთ, ისეთ სისულელეებს აკეთებენ, სირცხვილისგან მანქანაც კი დაიწვა.

არის პატარა ადამიანების სპეკულაციები. ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის იყო ამ ქვეყანაში, მისგან განსხვავებით ყოველთვის ქართულ საქმეს აკეთებდა. უამრავი ქველმოქმედება, კეთილი საქმე და დღესაც დგას იქ, სადაც ჩვენს სამშობლოს და ამ ქვეყნის მომავალს სჭირდება, ასე იქნება ყოველთვის. აი, ახლა ხაზარაძეები, ვიღაცები... ამ ადამიანების წარსული და რით იყვნენ დაკავებულები ვიცით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეიძლება ის პოლიტიკური პარტიის წევრი არ იყო, მაგრამ ისეთ სიბინძურეებს აკეთებდა და კადრულობდა, საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად იცის. ასეთ ადამიანებს ყოველთვის შესაბამისი პასუხი გაეცემა,"- აცხადებს კალაძე. 

დღის ამბები