16 ნოემბერი 2024,   05:16
ვრცლად
ევროკავშირი მზად არის საქართველოს დაეხმაროს როგორც შეუძლია, თუმცა 9 დათქმის შესასრულებლად საქმე თავად საქართველომ უნდა გააკეთოს - პაველ ჰერჩინსკი

ევროკავშირი მზად არის საქართველოს დაეხმაროს როგორც შეუძლია, თუმცა 9 დათქმის შესასრულებლად საქმე თავად საქართველომ უნდა გააკეთოს - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩი აცხადებს.

პაველ ჰერჩინსკის თქმით, ეს მოითხოვს ინკლუზიურობას, კონსტრუქციულ მიდგომას ოპოზიციის მხრიდან და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას.

"9 პუნქტის შესრულების პროცესი მიმდინარეობს. მომდევნო კვირაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დაესწრება ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრას ბრიუსელში, იმისთვის, რომ განიხილოს წინსვლის გზა. იმედი მაქვს, რომ ორივე - როგორც ევროკავშირის, ისე საქართველოს მთავრობა შეთანხმდებიან ზუსტად რა არის საჭირო, რომ გაკეთდეს. ამ გზით ჩვენ სწრაფად გადავინაცვლებთ მომდევნო საფეხურზე, რომ გავხსნათ მოლაპარაკებები. ეს მოითხოვს ძალიან სერიოზულ რეფორმებს.

იმედი მაქვს, იმის მიუხედავად, რომ საარჩევნო კამპანია ხდება მთავარი საკითხი, პარალელურად, 9 პუნქტის იმპლემენტაციაც გაგრძელდება. ჩვენ, ევროკავშირი, მზად ვართ დაგეხმაროთ როგორც შეგვიძლია. თუმცა, საქმე თავად საქართველომ უნდა გააკეთოს. ეს მოითხოვს ინკლუზიურობას საქართველოს მხრიდან და კონსტრუქციულ მიდგომას ოპოზიციიდან, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას. იმისთვის, რომ იყოს ეროვნული თანხმობა და ერთიანობა ევროკავშირის გზაზე საქართველოს წევრობის წინსვლისთვის," - აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი.

დღის ამბები