"ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პარტია "ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ხაზარაძე რეკეტიორი, თაღლითი და ნაცია, რომელსაც პროკურორის საქმე გონია გადასახლების საკითხი.
მამუკა მდინარაძის თქმით, ხაზარაძის "მუქარა" ყველაზე სწორი თვითმხილება იყო.
"როდესაც ხაზარაძეს კითხეს - მოსკოვში რატომ, რა შუაშიაო? იმდენად ნაცია და იმდენად რეპრესიის მომხრეა, თქვა, რომ მე პროკურორი არ ვარო.
იმდენად არის საბჭოთა დროში ჩარჩენილი, რომ არ იცის, რომ გადასახლებასთან პროკურორი არაფერ შუაში არ არის დიდიხანია უკვე. ენმ-ს დროსაც კი აღარ იყო ეს ასე.
პროკურორის საქმე გონია გადასახლება, მეტი თვითმხილება ხო წარმოუდგენელია?
ნაცი, თაღლითი, რეკეტიორი ხაზარაძე იმუქრება პროკურორის მეშვეობით მოსკოვში გადასახლებით. ადრე იყო ციმბირში გადასახლება, ახლა საცხოვრებელი პირობები გააუმჯობესა და დააანონსა მოსკოვში გადასახლება. თან დაამატა, რომ ეს პოლიტიკური გზავნილიაო. ეს არის მათი პოლიტიკური მრწამსი, ამ სიბინძურეში აქვთ თავი გაყოფილი ყველა მათგანს", - განაცხადა მდინარაძემ.