ცესკოს თავმჯდომარე, არასამთავრობო ორგანიზაციებს საარჩევნო ელექტრონული საშუალებების საერთაშორისო აუდიტის შედეგებს აცნობს.
აუდიტი ეყრდნობა 2023 წელს, რამდენიმე ოლქში ჩატარებული არჩევნების და მანამდე არსებული საპილოტე პროექტების დაკვირვების შედეგებს. შეხვედრაზე განიხილავენ საარჩევნო საკითხებს, ახალ ტექნოლოგიებს, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმირების კამპანიას და სამომავლო გეგმებს.
"ტექნოლოგიები სრულ თანხვედრაშია ქართულ კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან. აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ გამორიცხულია ორმაგი მოხვედრა ამომრჩევლის საარჩევნო სიაში. ასევე გამორიცხულია, რომ რაიმე ტიპის მანიპულაციები განხორციელდეს ამ აპარატებთან მიმართებაში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს ტექნოლოგიურ მხარდაჭერას ახორციელებს ისეთი სოლიდური და გლობალური ლიდერი კომპანია საარჩევნო ინდუსტრიაში, რომელიც დღეის მდგომარეობით, 30 ქვეყნის არჩევნების მოდერნიზების ტექნოლოგიური მხარდამჭერია, მათ შორი ამერიკის შეერთებული შტატების," - აცხადებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი.