საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ამ წუთებში შეხვედრა მიმდინარეობს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაქან ფიდანთან. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდება ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად საკითხებზე და თანამშრომლობის მზარდ დინამიკაზე. საუბარი ასევე შეეხება რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსაც.
აღსანიშნავია, რომ ოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი, მუსტაფა ქემალ ათათურქის მავზოლეუმს ეწვია და მისი საფლავი გვირგვინით შეამკო. ილია დარჩიაშვილმა ხსოვნის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი შეხვედრას გამართავს თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ნუმან ქურთულმუშთან. ასევე გაკეთება კომენტარი მედიისთვის.