16 ნოემბერი 2024,   05:36
ვრცლად
მამუკა მდინარაძე ბიძინა ივანიშვილზე: ადამიანი, რომელმაც ჯერ ქართული სულიერება მიზანმიმართული ქველმოქმედებით გადაარჩინა და შემდეგ ფიზიკურად გადაარჩინა ეს ქვეყანა, ქვეყნის გამყიდველებისგან ამ კაცის წინააღმდეგ გაშმაგებული კამპანია და ისტერია გასაგებია

მესმის ამდენი კითხვა ბიძინა ივანიშვილზე, ადამიანზე, რომელმაც ჯერ ქართული სულიერება თავისი მიზანმიმართული ქველმოქმედებით გადაარჩინა და შემდეგ ფიზიკურად გადაარჩინა ეს ქვეყანა, ამ კაცის წინააღმდეგ ასეთი გაშმაგებული კამპანია გასაგებია და ქვეყნის გამყიდველებისაგან იმ ადამიანზე შეტევა, რომელმაც მაგალითი დადო და ამას ათწლეულების შემდეგ კიდევ უფრო დააფასებენ დარწმუნებული ვარ, როგორ არ იყიდება ქვეყანა ამის პრეცედენტი და მაგალითი დადო, შესაბამისად მათი ისტერია გასაგებია ვინც მას უტევს განსაკუთრებულად, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას არაფრად არ მიიჩნევენ ის ადამიანები, რომლებიც თვეში 2000 დოლარად ყოველდღე ყიდიან საკუთარ ქვეყანას.

"არ უნდა დაგვავიწყდეს ეს არის ადამიანი, რომელმაც თავის დროზე 2012 წლამდე, როდესაც მაშინდელი ხელისუფლება ებრძოდა სულიერებას, ებრძოდა ყველაფერს ქართულს, კულტურას, ქველმოქმედება განახორციელა ზუსტად ამ მიმართულებით, რომ გადაერჩინა ქართული სულიერება, აშენებდა ეკლესიებს, აშენებდა თეატრებს, კულტურის სხვადასხვა წარმომადგენლებს ეხმარებოდა, ამ მიმართულებით ეწეოდა ქველმოქმედებას და მეორე მხრივ, 2012 წლის შემდეგ დღემდე ჩვენ ყველამ ერთად ისე მოვიტანეთ მისი ხელმძღვანელობით ეს სიტუაცია, რომ უკვე ფიზიკურ განადგურებას გადაარჩინა ეს ქვეყანა, იმიტომ, რომ არა მისი ხელისუფლებაში მოსვლა 2012 წლიდან და შემდგომ განვითარებული მოვლენები დღეს საქართველოში იქნებოდა ომი, უბედურება და შეიძლება ფიზიკური განადგურების ძალიან რეალური საფრთხის წინაშე ვყოფილიყავით და მაგალითი აჩვენა იმისა, როგორ არ იყიდება ქვეყანა და ამაზე სხვათა შორის სპეკულაციურად ისე ლაპარაკობენ და 2 მილიარდს საერთოდ არაფრად არ მიიჩნევენ ის ადამიანები, რომლებიც თვეში 2000 დოლარად ყოველდღე ყიდიან საკუთარ ქვეყანას და ამას შემთხვევით არ ვამბობ“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძემ დაადასტურა, რომ ბიძინა ივანიშვილი აქტიურად არის ჩართული კომუნიკაციაში და აღნიშნა, რომ როდესაც ასეთი პოლიტიკური გათვლების შესაძლებლობების მქონე ადამიანი აქტიურად არის ჩართული პარტიის საქმიანობაში, ეს პარტიას ერთიორად ადგება.


"ბიძინა ივანიშვილი შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დღეს აქტიურად არის ჩართული კომუნიკაციაში ზოგადად. თქვენ იცით, რომ ეს კომუნიკაცია მანამდე არ არსებობდა, იყო მხოლოდ რჩევების დონეზე ცალკეულ შემთხვევებში, იშვიათ შემთხვევებში და ასე ვთქვათ ეს რჩევები იყო მთავარ მიმართულებებთან დაკავშირებით, ძალიან ღირებული რჩევები, სულ 2-3 ადამიანთან, როგორც მან განაცხადა და ძირითადად მიმართულებებთან დაკავშირებით მართლაც ბევრი ვიცი, რომ გენიალური რჩევა იყო. პოლიტიკურად ასეთი გადაწყვეტილების მიმღები, ასეთი რჩევების მომცემი ადამიანი ბევრი არ გვყავს, არა მხოლოდ საქართველოში, ბევრი ასეთი ადამიანი არ არსებობს და დღეს ეს ადამიანი, როდესაც ასეთი გონებრივი შესაძლებლობების და ასეთი პოლიტიკური გათვლების შესაძლებლობების მქონე ადამიანი, როდესაც უფრო აქტიურად არის ჩართული, ეს ბუნებრივია პარტიას ერთიორად ადგება. მაგრამ უშუალო ჩართულობა, რეგიონში ჩავა თუ არა წინასწარ გადაწყვეტილი არც გვაქვს, დარწმუნებული ვარ მასაც ამასთან დაკავშირებით ესე მკაფიო წინასწარი გადაწყვეტილება არ ექნება. ჩემი აზრით შეიძლება არც იყოს საჭირო იმდენად მყარად ვართ ამასთან დაკავშირებით და მისი ეს დამატებითი, უშუალო ჩართულობა შეიძლება იმდენად გვაძლიერებს, რომ არაფერში არ დაჭირდეს ამ ადამიანს რეგიონებში სიარული, შეიძლება გადაწყვიტოს კიდეც, ეს მასზეა დამოკიდებული და ამაზე წინასწარ პასუხს ვერ გაგცემთ.“- აღნიშნა მდინარაძემ.

დღის ამბები