16 ნოემბერი 2024,   05:28
ვრცლად
მიშას ახლა 7 პარტია წარმოადგენს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში - იაგო ხვიჩია

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებას, რომლის თქმითაც, წინასაარჩევნო ტაქტიკაა, რეალურად "ნაციონალური მოძრაობის" ერთი გუნდი ფრაგმენტებად წარდგეს ამომრჩევლის წინაშე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე ნაწილობრივ იზიარებს. იაგო ხვიჩიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ახლა 7 პარტია წარმოადგენს.

"მიშას ახლა 7 პარტია წარმოადგენს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. საკუთრივ "ნაცები", გვარამიას მომავალი პარტია, მელიას მომავალი პარტია, ზურაბ ჯაფარიძის პარტია, "ევროპული საქართველო", "ლელო" და "ლეიბორისტული პარტია". ეს 7 პარტია ნადირობს მიშას ხმებზე და მიდის ვაჭრობა კეზერასთან და მიშასთან. ერთ ფულზე ევაჭრებიან, მეორეს სიაში გამსვლელ ადგილზე. როცა გაირკვევა, რომ დამოუკიდებლად ეს პარტიები რამე განსაკუთრებულ ძალას არ წარმოადგენენ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველა მათგანი უნდა დაბრუნდეს თავის წიაღში ნაცებში," - აცხადებს იაგო ხვიჩია.

 

დღის ამბები