16 ნოემბერი 2024,   05:37
ვრცლად
ხასიათით, ზნით და მორალური სტანდარტით, ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან - რატი იონათამიშვილი ოპოზიციის ნაწილზე

მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ რეალური ოპოზიცია არ არსებობს და ყველა ოპონენტი პარტია ჩაბმულია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თამაშში.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ზნით და მორალური სტანდარტით არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

"ეს რადიკალები არიან ერთი და იგივე, ისინი ხასიათით, ზნით და მორალური სტანდარტით არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მათ აერთიანებთ საერთო კრიმინალური წარსული და ფაქტობრივად, ეს არის არა პარტია, არამედ არის კრიმინალური სინდიკატი, რომელსაც აქვს რამდენიმე თავი. თითოეული ეს თავი ძალიან მწარედ დამარცხდება 2024 წლის არჩევნებში. ეს ადამიანები, მთელი ამ ხნის მანძილზე, ჩვენი ქვეყნის და ქვეყნის განვითარების ოპოზიციაში იყვნენ ჩამდგარი", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები, მიუხედავად მათი განცხადებებისა, დაკავშირებულები არიან "ნაციონალურ მოძრაობასთან."

"არიან გარკვეული პოლიტიკური ძალები, რომლებიც ფიზიკურად, სიტყვიერად და განცხადებებით ემიჯნებიან "ნაცმოძრაობას", მაგრამ ფაქტია, რომ დღევანდელი დღე, ისევე როგორც მათი წარსული, დაკავშირებულია "ნაციონალურ მოძრაობასთან", იქნება ეს "ლელო" თუ გახარიას პარტია. სხვა ნებისმიერი პარტიაც არის იმ ორბიტაზე, რასაც ჰქვია - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები