16 ნოემბერი 2024,   08:31
ვრცლად
"დღის წესრიგში სამი თემაა" - ევროკომისიის 9 რეკომენდაციის შესასრულებლად, პარლამენტში რიგით მეორე შეხვედრა იმართება

ევროკომისიის 9 რეკომენდაციის შესასრულებლად, პარლამენტში რიგით მეორე შეხვედრა იმართება.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე სამ საკითხს განიხილავენ, რომელიც სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, ანტიკორუფციულ ბიუროსა და სასამართლოს შესახებ კანონმდებლობას შეეხება.

"სამი თემა არის დღის წესრიგში. პირველი, ეს გახლავთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ნორმების ცვლილება, მათ შორის, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით. მეორე გახლავთ ანტიკორუფციულ ბიუროს ნორმებზე მსჯელობა და მესამე გახლავთ საერთო სასამართლოების შესახებ კანონმდებლობაზე საუბარი. დღეს ვთხოვეთ ფორმას დაესწრონ ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლები, იმისთვის, რომ მათთან ერთად განვიცილოთ ის, თუ რა შეიძლება შეიცვალოს, გაუმჯობესდეს, ამ მხრივ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა

დღის ამბები