ეკა ბესელია პრეზიდენტის შეწყალების კომისიის ხელმძღვანელად ინიშნება. ინფორმაციას სააგენტო kvira.ge ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ინფორმირებული წყარო ზურაბიშვილის ადმინისტრაციიდან, ადასტურებს, რომ კონსულტაციები უკვე დასრულდა და შემდეგ კვირას მისი წარდგენა იგეგმება. "კურიერი" ბესელიას დაუკავშირდა.
ის, ამ ეტაპზე, გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
"არაფერი არ არის მსგავსი. საუბრები და კონსულტაციები რომ გვქონდა, ამაზე ხშირად ვსაუბრობ, თუმცა ამ თემაზე არასდროს გვქონია განხილვა,"- განაცხადა "კურიერთან" საუბრისას ეკა ბესელიამ.