16 ნოემბერი 2024,   04:39
ვრცლად
ანრი ოხანაშვილი გვარამიას განცხადებაზე: ეს არის ჟანრი, როდესაც უმძიმეს წამებასა და სასტიკ დანაშაულებს უწოდებენ შეცდომებს - მათ ხელისუფლებაში დაბრუნების არც მორალური და არც სამართლებრივი საფუძველი არ ექნებათ

"თითქოს, ფაქტს ვერ გაურბიან, მაგრამ ძალიან მსუბუქად აფასებენ. ეს არის ის ჟანრი, როდესაც უმძიმეს წამებასა და სასტიკ დანაშაულებს უწოდებენ შეცდომებს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომლითაც ნიკა გვარამიას ერთ-ერთ ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც გვარამია "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდზე საუბრობს.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, მათ ხელისუფლებაში დაბრუნების არც მორალური და არც სამართლებრივი საფუძველი არ ექნებათ.

"რა თქმა უნდა, ამით საზოგადოებას ვერ შეუქმნიან ვერავითარ განსხვავებულ წარმოდგენას. ამ ხალხზე ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს ჩვენი საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას და, რა თქმა უნდა, ამ ხალხს ხელისუფლებაში დაბრუნების არც მორალური და არც სამართლებრივი საფუძველი არ ექნება“, -განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები