16 ნოემბერი 2024,   04:53
ვრცლად
"ვიღაც "პიარშიკებმა" უთხრეს, რამე ასეთი დააბრეხვეთო და ამათაც დააბრეხვეს" - რაქვიაშვილი "ლელოს" განცხადებაზე

"ყველაფერი, რასაც ეკონომიკაში აპირებენ, საბოლოო ჯამში, იქნება ეკონომიკისთვის დამაზიანებელი," - ასე გამოეხმაურა "გირჩის" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი "ლელოს" განცხადებას 1000-ლარიანი პენსიებისა და ეკონომიკის დივერსიფიკაციის შესახებ.

მისივე თქმით, "ლელოს" განცხადებები გაუაზრებელი პოპულიზმის მაგალითია.

"1000-ლარიანი პენსიის დაპირება გაუაზრებელი პოპულიზმის კარგი მაგალითია. ვიღაც "პიარშიკებმა" უთხრეს, რამე ასეთი დააბრეხვეთო და ამათაც დააბრეხვეს. არაფერი არ უფიქრიათ და პირველივე კითხვა რომ გაჩნდა, ამას როგორ აპირებთო, დაიწყეს ისტერიულად რაღაცების ცვლილება. თუ დააკვირდებით მათ კომენტარებს, ყოველ კვირას ცვლიდნენ ახსნას. ყველაფერი, რასაც ეკონომიკაში აპირებენ, საბოლოო ჯამში, იქნება ეკონომიკისთვის დამაზიანებელი. ღმერთმა დაგვიფაროს და, "ლელოს" ხედვა რომ განხორციელდეს, ეკონომიკის ზრდის დაჩქარება კი არა, საერთოდ ეკონომიკური ზრდა გვექნება თუ არა, ეს იქნება საკითხი," - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

დღის ამბები