"ციფრებში დაკარგული" - ასე შეაფასა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ "ლელოს" განცხადებები პენსიების 1000 ლარამდე გაზრდასა და ეკონომიკის დივერსიფიკაციის შესახებ.
მისივე შეფასებით, "ლელოს" ეკონომიკური გეგმები რეალობასაა მოწყვეტილი.
"ლელოზე" შეგვიძლია ვთქვათ "ციფრებში დაკარგული". ოპოზიციამ თავად ამხილა ამ სიცრუესა და სიგიჟეში. ეს, თავის დროზე, დაიწყო "ნაციონალურმა მოძრაობამ" - 1000-ლარიანი და 1500-ლარიანი პენსიები.
"ლელოს" პროპაგანდა რა არის, რომ რუსეთის ეკონომიკას სანქციები უნდა დავუწესეთო და ვის უწესებ სანქციებს - ანუ შენს ქვეყანას. თუ შენს ქვეყანას უწესებ, ეს ნიშნავს, რომ -10% გაქვს ეკონომიკის ზრდა. ანუ, შემდეგ, პენსიებს მითუმეტეს როგორ გაზრდი? თუ დაპირება გასცეთ, მეტი არაფერი და ატყუებთ საზოგადოებას?! "ლელო", გამოფხიზლდი," - აცხადებს ზარქუა.