16 ნოემბერი 2024,   04:34
ვრცლად
რადიკალიზმითა გამორჩეულმა "ლელომ" ტყუილებისა და ცრუ დაპირებების კორიანტელი დააყენა - მათიკაშვილი

"ტყუილებისა და ცრუ დაპირებების კორიანტელი" - ასე შეაფასა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა "ლელოს" განცხადებები პენსიების 1000 ლარამდე გაზრდასა და ეკონომიკის დივერსიფიკაციის შესახებ.

მისივე შეფასებით, "ლელომ" საზოგადოებას უნდა აუხსნას, თუ როგორ აპირებენ პენსიების 1000 ლარამდე გაზრდას მაშინ, როცა რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შემცირებას ეკონომიკის შემცირებაც მოჰყვება.

"რადიკალიზმითა და აგრესიული რიტორიკით გამორჩეულმა "ლელომ" კიდევ იმით გამოიჩინა თავი, რომ ტყუილებისა და ცრუ დაპირებების კორიანტელი დააყენა. მათ შორის, ერთ-ერთი გამორჩეული ტყუილია ის, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ისინი პენსიის 1000 ლარამდე გაზრდას ჰპირდებიან საზოგადოებას.

ამავდროულად, მათი გაცხადებული პოზიციაა, რომ თუ ისინი ხელისუფლებაში მოვლენ, რუსეთს დაუწესებენ სანქციებს და მათთან შეწყვეტენ ეკონომიკურ ურთიერთობებს. ვალდებულია "ლელო" გამობრძანდნენ და საზოგადოებას აუხსნან ამ პარადოქსულ ტყუილს როგორ ასაღებენ სიმართლედ, როგორ შეიძლება ეკონომიკის 10%-იანი ვარდნის პირობებში პენსიები გაიზარდოს," - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

დღის ამბები