16 ნოემბერი 2024,   04:44
ვრცლად
"ნაცმოძრაობა" არის ანტიდემოკრატიული ძალა, რომელიც ქვეყანას დიქტატურით მართავდა და ეს აღიარა რეალურად გვარამიამ - გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი, გურამ მაჭარაშვილი ნიკა გვარამიას ინტერვიუს ეხმაურება, სადაც გვარამია ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დროს სისტემური პრობლემები იყო.

გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არის ანტიდემოკრატიული ძალა, რომელიც მართავდა დიქტატურით ქვეყანას და ამ რეჟიმის ერთ-ერთი იდეოლოგი სწორედ ნიკა გვარამია იყო.

"ნაცმოძრაობა" არის ანტიდემოკრატიული ძალა, რომელიც ქვეყანას დიქტატურით მართავდა და ეს აღიარა რეალურად გვარამიამ. პარლამენტი, სასამართლო, მედია მიტაცებული იყო, ამიტომ მოხდა გირგვლიანის მკვლელობა. მაგრამ მეორე მხრივ, შეცდომა ის მოუვიდა, რომ ამ ყველაფერში სინანული კი არ ჩადო, არამედ თქვა, რომ შეცდომა დაუშვა "ნაცმოძრაობამ", რადგან ეს ავტოკრატია არ გააგრძელა იმით რომ ცოტა შეესვენებინა. საზოგადოებამ ისედაც იცოდა, გვარამია ვინ იყო, ახლა კი კიდევ უფრო კარგად გაიშიფრა ის. გვარამია აპირებს, ავტოკრატია გააგრძელოს, რადგან თავიდან მიიღოს ხმები. ასეთი პოლიტიკური თავხედობა გამოავლინო და ხალხს უთხრა, რომ რაც "ნაცმოძრაობამ" ვერ დააშავა, იმას ახლა ჩვენ გავაგრძელებთ და ამიტომ ხმა მოგვეცითო, რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური უტიფრობა," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები