"ძალიან შეწუხებული და დამწუხრებული ვარ ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ ცნობით,"-ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ეს არის შეხსენება, თუ რა არის პუტინი და მისი რეჟიმი.
"პუტინს საკუთარ ხალხში უთანხმოების გარდა არაფრის ეშინია. ეს არის საშინელი შეხსენება იმისა, თუ რა არის პუტინის რეჟიმი. მოდით გავერთიანდეთ ჩვენ ბრძოლაში, რათა დავიცვათ მათი თავისუფლება და უსაფრთხოება, ვინც გაბედავს ავტოკრატიის წინააღმდეგ წინსვლას,"- წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.