16 ნოემბერი 2024,   04:55
ვრცლად
ჩემი ფიქრები ალექსეი ნავალნის მეუღლესთან და რუსეთის მოსახლეობასთან არის, ვისთვისაც ეს უდიდესი ტრაგედიაა - რობერტა მეცოლა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას ეხმაურება.

როგორც მეცოლა სოციალურ ქსელში წერს, მისი ფიქრები ნავალნის მეუღლესთან და რუსეთის მოსახლეობასთან არის, ვისთვისაც ეს უდიდესი ტრაგედიაა.

"ეს საშინელი ამბავია. როგორც რუსული დემოკრატიის ყველაზე ძლიერმა დამცველმა, ალექსეი ნავალნიმ წარმოუდგენელი გამბედაობა გამოიჩინა მთელი მისი სიცოცხლის მანძილზე. ჩემი ფიქრები მის მეუღლესთან და რუსეთის მოსახლეობასთან არის, ვისთვისაც ეს უდიდესი ტრაგედიაა,"- წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი.

დღის ამბები