16 ნოემბერი 2024,   04:31
ვრცლად
შეთანხმებას ვახერხებთ, მაგრამ ოპოზიციის წარმომადგენლები კამერების წინაშე ცოტა განსხვავებულ შეფასებებს აკეთებენ - გიორგი კახიანი პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე

ვიცე-სპიკერის, გიორგი კახიანის განცხადებით, დღეს პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე ვენეციის კომისიის მხრიდან არსებულ შენიშვნებზე მსჯელობენ, პუნქტობრივად განიხილავენ თითოეულ საკითხს და ისმენენ მოსაზრებებს.

მისი განმარტებით, უმეტეს შემთხვევაში მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლები შეთანხმებას ახერხებენ, თუმცა კამერების წინაშე, ოპოზიციის წევრები სულ სხვა რამეს ამბობენ.

"ჩვენ მსჯელობთ ვენეციის კომისიის მხრიდან არსებულ შენიშვნებზე, პუნქტობრივად გავდივართ ყოველ შენიშვნას და ამ შენიშვნებთან დაკავშირებით ვისმენთ მოსაზრებებს, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლების და ჯერჯერობით, რაც შემიძლია ვთქვა, უმეტეს შემთხვევაში, ჩვენ შეთანხმებას ვახერხებთ, მაგრამ უბრალოდ გაუგებარია ის, როდესაც გარეთ, კამერების წინაშე დადგებიან ოპოზიციის წარმომადგენლები, ცოტა განსხვავებულ შეფასებებს აკეთებენ. თითქოს რაღაცაზე ვერ ვთანხმდებით, ხელისუფლების მხრიდან არ არის სათანადო მონდომება და ა.შ. სინამდვილეში, თუ ისინი ობიექტურები იქნებიან, უნდა ხედავდნენ, რომ ხელისუფლება არის მაქსიმალურად მონდომებული,“ - აცხადებს გიორგი კახიანი.

დღის ამბები