თავდაცვის მინისტრი საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე არსებულ მდგომარეობას ეცნობა. ირაკლი ჩიქოვანმა პირველი ვიზიტი ვაზიანში მდებარე აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეით ბრიგადაში განახორციელა.
უწყების ხელმძღვანელმა სამხედრო ტექნიკა, შეიარაღება და ეკიპირება დაათვალიერა. გაეცნო განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ პირობებს.
მინისტრმა სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე არსებული ყაზარმები, ლაზარეთი, სიმულაციების ცენტრი, სპორტული დარბაზი და ჯავშანტექნიკის საცავები მოინახულა. ირაკლი ჩიქოვანი სამხედრო მოსამსახურეების კვებითი უზრუნველყოფის პირობებსაც გაეცნო და სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ისადილა.