16 ნოემბერი 2024,   05:31
ვრცლად
ლევან ნიკოლეიშვილი მამუკა ხაზარაძეს: სანქციებს უწესებ რუსებს, ამით შენსავე ქვეყნის ეკონომიკას ურტყამ, რუსები კი, ლმობიერად, შენთან სავაჭრო ურთიერთობებს კვლავ წყნარად აგრძელებენ, ამას ეუბნები ხალხს?

„ხაზარაძე ამბობს, რომ რუსეთთან ყველანაირი სავაჭრო ურთიერთობები კი არ უნდა გავწყვიტოთ, მხოლოდ სანქციები უნდა დავუწესოთო. ე.ი. შენ სანქციებს უწესებ რუსებს, ამით შენსავე ქვეყნის ეკონომიკას ურტყამ, რუსები კი, ლმობიერად, შენთან სავაჭრო ურთიერთობებს კვლავ აგრძელებენ - ამას ეუბნები ხალხს? მაგრად ცდილობს თემიდან გამოძრომას, მაგრამ ვერ ძვრება“, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პარტია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, პენსიებისა და რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ 1000-ლარიანი პენსია ვის ყველას მოეწონება, მაგრამ თუ ამას ხაზარაძე და მისი „ლელო“ გპირდება, ცხადია, მინიმუმ უნდა დაფიქრდე, რას გატყუებს.

„1000-ლარიანი პენსია ვის არ მოეწონება, მაგრამ თუ ამას ხაზარაძე და მისი „ლელო“ გპირდება, ცხადია, მინიმუმ, უნდა დაფიქრდე, რას გატყუებს - პირველი რომ ყოველგვარი საბიუჯეტო გათვლის გარეშე აბრეხვებენ ამ პოლიტიკურ-პოპულისტურ ბლეფს! მერე თურმე ხელისუფლებაში მოსვლისთანავე რუსეთს დაუწესებენ სანქციებს და გაწყვეტენ ყველანაირ სავაჭრო/ეკონომიკურ ურთიერთობას, რაც ნიშნავს ჩვენი ეკონომიკა 10%-ით შემცირებასა და საქართველოს კატასტროფულად მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს. ახლა ხაზარაძე ამბობს, რომ რუსეთთან ყველანაირი სავაჭრო ურთიერთობები კი არ უნდა გავწყვიტოთ, მხოლოდ სანქციები უნდა დავუწესოთო. ე.ი. შენ სანქციებს უწესებ რუსებს, ამით შენსავე ქვეყნის ეკონომიკას ურტყამ, რუსები კი ლმობიერად შენთან სავაჭრო ურთიერთობებს კვლავ წყნარად აგრძელებენ- ამას ეუბნები ხალხს? მაგრად ცდილობს თემიდან გამოძრომას, მაგრამ ვერ ძვრება, საკუთარ პოპულისტურ განცხადებებში იხლართება, რაც პრინციპში მთლიანად „ლელო“-სა და ხანდაზმული თაღლითების რეალური სახისა და გეგმების დანახვაში ეხმარება საზოგადოებას.“-წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

დღის ამბები