საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, მიუნხენში ვიზიტისას უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრა უსაფრთხოების კონფერენციაზე შედგა.
ფაქტის ამსახველ ვიდეოს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს, სადაც ჩანს, როგორ ართმევენ ხელს ერთმანეთს ზელენსკი და ზურაბიშვილი. ვიდეოში ასევე ჩანს ზურაბიშვილის კომუნიკაცია სხვა ლიდერებთანაც.