"ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი, სოზარ სუბარი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილსა და ალექსეი ნავალნის მდგომარეობებს შორის არანაირი მსგავსება არ არის. ამასთან ერთად, მისივე თქმით, ნავალნის განცხადებები დიდად არ განსხვავდებოდა პუტინისა თუ მისი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების განცხადებებისგან.
"სააკაშვილი და მთლიანად, კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა" პერიოდულად გაიჩენენ ხოლმე კუმირებს. ახლა ნავალნი გაიხადეს ასეთ კუმირად. ჯერ ერთი - ნავალნისა და სააკაშვილს შორის არანაირი საერთო არ არის. ნავალნი დაიჭირეს იმიტომ, რომ ის ეწინააღმდეგებოდა პუტინის რეჟიმს და ჟურნალისტური გამოძიებებით ამხელდა კორუფციას, ხოლო სააკაშვილს უდიდესი დანაშაულები აქვს ჩადენილი ჩვენი ხალხისა და ქვეყნის წინაშე და ამ დანაშაულების გამო უნდა აგოს პასუხი.
მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის საერთო არაფერი არ არის, ნავალნის რა განცხადებებიც აქვს გაკეთებული, არაფრით განსხვავდება იმისგან, რა განცხადებებსაც აკეთებდა პუტინი თუ მისი ხელისუფლების წარმომადგენლები,"- აცხადებს სოზარ სუბარი.