16 ნოემბერი 2024,   05:24
ვრცლად
პრეზიდენტად წოდებული ადამიანის მხრიდან, კონსტიტუციის დარღვევაზე დიდი მავნებლობა ვერ წარმომიდგენია - მამუკა მდინარაძე

საქართველოს პრეზიდენტი მიუნხენის კონფერენციას კონსტიტუციის დარღვევით ესწრება. სალომე ზურაბიშვილმა საქართველო ისევ მთავრობის ნებართვის გარეშე დატოვა.

მმართველ გუნდში დარწმუნებულები არიან, რომ ზურაბიშვილი, გარკვეული ძალების მხარდაჭერით, ცდილობს, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური კოალიციის ლიდერის სტატუსი მოიპოვოს.

"კონსტიტუციის დარღვევა არის მავნებლობა. ჩვენი ქვეყნის, თქვენი ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ ეს არის დარღვევა. კონსტიტუციის დარღვევაზე დიდი მავნებლობა პრეზიდენტად წოდებული ადამიანის მხრიდან ვერ წარმომიდგენია,"- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, ზურაბიშვილი ოპოზიციის ერთ-ერთი აქტივისტივით იქცევა.

"ველოდები იმას, რა შეკვეთებს მიიღებს ვაშაძისგან, ხაბეიშვილისგან, მათი საერთო პარტნიორებისა და პატრონებისგან და ა.შ. ეს იქნება, რეალურად, რაც მოლოდინს განაპირობებს. მე არ მგონია, რომ შორს წავა იმისგან, როგორიცაა, მაგალითად, ბოლოდროინდელი საპარლამენტო გამოსვლები, როდესაც პრეზიდენტის ფუნქციის შესრულების ნაცვლად ზურაბიშვილი დადგა და ოპოზიციის ერთ-ერთი აქტივისტის მსგავსად დამოძღვრა დაიწყო ხელისუფლების. არ ვარგა ეს, რა თქმა უნდა, მაგრამ, როგორც ჩანს, კვლავ ასეთი რიტორიკის გაგრძელებას აპირებს,"- აცხადებს მიხეილ სარჯველაძე,

 

დღის ამბები