"გირჩის" წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, ნიკა გვარამიას აღიარება იმასთან დაკავშირებით, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლება მძიმე შეცდომებს უშვებდა, გულწრფელი არ არის.
მისივე თქმით, ნიკა გვარამია ე.წ. ნულოვანი ტოლერანტობის პროცესის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო.
"გულწრფელი სინანული არ აქვთ, რომ აი, მართლა შეცდომა დავუშვით, ეს რა დაგვემართა და ბოდიში, ხალხნო - ეს უნდა იყოს. როცა ამბობ, რომ იცით რა, ტექნიკურად, ხელისუფლება რომ შეგვენარჩუნებინა, ამისთვის ეს და ეს უნდა გაგვეკეთებინა და ამიტომ შეცდომა დავუშვით, გამოდის, რომ ყველაფერი მოგწონდა, უბრალოდ, რაღაც, ტექნიკურად შეცდი. მგონი, ეს არის პრობლემა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებთან.
ნიკა გვარამია, რომელიც ერთ-ერთი შემოქმედი იყო იმ ნულოვანი ტოლერანტობის პროცესის და ამ ყველაფერზე სინანული რომ არ გაქვს, როგორ უნდა დაიჯერო, რომ ეს ხალხი ისევ ერთპარტიულად რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში, იმავეს არ გაიმეორებენ,"- განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.