16 ნოემბერი 2024,   05:34
ვრცლად
ნავალნის მდგომარეობასთან თავის გათანაბრება იმ ადამიანის მხრიდან, რომელიც ლუქს პალატაშია გაშოტილი, უტიფრობაზე მიუთითებს - ვოლსკი

მიხეილ სააკაშვილი თავს ალექსეი ნავალნის ადარებს. პატიმარ პაციენტსა და გარდაცვლილ რუს ოპოზიციონერს შორის პარალელი ყველამ ვერ გაავლო. ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ მსგავსი შედარებები არარეალურია. მმართველი გუნდი კი სააკაშვილს მისსავე წესებს ახსენებს. აცხადებენ, რომ სწორედ სააკაშვილის რეჟიმმა შექმნა ციხეში სიკვდილის, წამებისა და გაუპატიურების პრაქტიკა.

"პარალელის გავლება, რასაკვირველია, არის, კიდევ ერთხელ, დიდი თაღლითობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იგი ამბობს, რომ თითქოს მოწამლულია ან მოწამლული იყო. ისტორია არსებობს სააკაშვილის უკან, მაგრამ არანაირად - ისტორია, რომელიც პარალელს ავლებს ამ ორ ადამიანს შორის.

ერთი უნდა გვახსოვდეს, რომ ნავალნი ყოველთვის იყო ქართველთმოძულე, მათ ვირთხებს "კრისებს" უწოდებდა, ამას გვიწოდებდა ჩვენ ყველას და მოითხოვდა საქართველოს განადგურებასა და სეპარატისტული რეგიონების ცნობას. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვაქვს საზოგადოების დიდ ნაწილში გულწრფელი განცდა იმის, რომ ადამიანი ციხეშია მოკლული.

თავის გათანაბრება ნავალნის მდგომარეობასთან ადამიანის მხრიდან, რომელიც ლუქს პალატაშია გაშოტილი და იქიდან განცხადებებს აკეთებს, დედიკო აჭმევს საჭმელს - ეს არის უკვე მორალურ მხარეს, ეთიკურ მხარეს რომ თავი დავანებოთ, უტიფრობაზე მიუთითებს,“ - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.

დღის ამბები